ფეხბურთი

0:06 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ პრემიერლიგის მატჩში „ასტონ ვილასთან“ შეხვედრა 89-ე წუთზე დათმო

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ასტონ ვილამ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მეცხრე წუთზე გაიხსნა, „ჩელსის“ ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა ზუსტად დარტყა. 57-ე წუთზე ბირმინგემელთა თავდამსხმელმა მარკო ასენსიომ ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე ასენსიომვე გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ „ასტონ ვილას“ ახალწვეულმა მარკუს რაშფორდმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ახლა „ასტონ ვილა“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. გუნდმა 27 მატჩში 42 ქულა მოაგროვა. „ჩელსის“ 26 თამაშის შემდეგ 43 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზე დგას.

ინგლისი. პრემიერლიგა. 26-ე ტური. 22 თებერვალი: ევერტონი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ბორნმუთი - ვულვერჰემპტონი 0:1, არსენალი - ვესტ ჰემი 0:1, ფულემი - კრისტალ პალასი 0:2, იფსვიჩი - ტოტენჰემი 1:4, საუთჰემპტონი - ბრაიტონი 0:4, ასტონ ვილა - ჩელსი 2:1

0.119697