ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „სარაგოსას“ დაუზავდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი, გოლო გაიტანა.
წიტაიშვილმა მეტოქის კარი 48-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. გიორგი 78-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, ამის შემდეგ „გრანადამ“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „სარაგოსამ“ ორი გოლი გაიტანა და ქულა გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ „გრანადა“ 35-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. გიორგი წიტაიშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„გრანადა“ ლა ლიგა 2-ში 28 ტურის შემდეგ 43 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 მარტს, „კორდობას“ ესტუმრება.