ფეხბურთი

23:41 | 22.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „უნიონი“ 6:0 დაამარცხა, სერუ გერასიმ ოთხი გოლი გაიტანა

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

პოკერი შეასრულა დორტმუნდელთა გვინეელმა შემტევმა, სერუ გერასიმ. ერთიც მაქსიმილან ბაიერმა ადაამატა. პირველი გოლი კი სტუმარმა დიოგუ ლეიტემ შეაგდო საკუთარ კარში.

23 მატჩის შემდეგ 32-ქულიანი „ბორუსია“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა. ამდენივე თამაშის შემდეგ „იუნიონი“ 24 ქულით მე-13 საფეხურზე დგას. ლიდერი კი 55-ქულიანი „ბაიერნია.“

გერმანია. ბუნდესლიგა. 23-ე ტური. 22 თებერვალი: ვოლფსბურგი - ბოხუმი 1:1, მაინცი - ზანქტ პაული 2:0, გლადბახი - აუგსბურგი 0:3, ჰოლშტაინი - ბაიერი 0:2, დორტმუნდი - უნიონ ბერლინი 6:0

0.202431