ფეხბურთი

23:09 | 22.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს 26-ე ტურში „მილანი“ სტუმრად „ტორინოსთან“ დამარცხდა

დასრულდა იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ტორინო“ და „მილანი“ დაუპირისპირდნენ. „ტორინომ“ 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა, როდესაც „მილანის“ მცველმა მალიკ ტშაუმ ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა. 74-ე წუთზე თეიანი რეინდერსმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ორ წუთში გვიდას გინეიტისმა მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა და შეხვედრა ასე დასრულდა.

26 მატჩის შემდეგ, „ტორინო“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, 31 ქულით. „მილანი 2“5 მატჩის შემდეგ 41 ქულით მეშვიდე ადგილზე დგას.

0.116118