ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ბრაზილიაში, სან პაულოში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის პრიზიორია.
ჩვენმა პარა მოფარიკავემ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალექსანდრა ილმინსკაია 15:10 დაამარცხა, ფინალში იაპონელ ანრი საკურაისთან დათმო ბრძოლა ანგარიშით 14:15 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
მან ამ ტურნირზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ხმლით ფარიკაობაში ოქროს მფლობელი გახდა, რაპირირით ასპარეზობაში ვერცხლის პრიზიორი.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას სან პაულოს თასზე. დღეს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით იასპარეზებენ.