ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის „არსენალმა“ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა, სტუმრების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ამრიგად, „მეთოფეებმა“ ლიდერ „ლივერპულთან“ მიახლოების შანსი ვერ გამოიყენეს და უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან მერსისაიდელებს.
მატჩის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე „ვესტ ჰემის" თავდამსხმელმა ჯაროდ ბოუენმა გაიტანა. 73-ე წუთზე „არსენალი“ უმცირესობაში დარჩა, შემცვლაზე შესულმა მაილს ლუის-სკელიმ წითელი ბარათი მიიღო.
„არსენალი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გუნდმა 26 მატჩში 53 ქულა მოაგროვა. „ვესტ ჰემს“ 26 მატჩიდან 30 ქულა აქვს და მე-16 საფეხურზე დგას. ლიდერი „ლივერპულია“ 26 მატჩიდან 61 ქულით.
ინგლისი. პრემიერლიგა. 26-ე ტური. 22 თებერვალი: ევერტონი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ბორნმუთი - ვულვერჰემპტონი 0:1, არსენალი - ვესტ ჰემი 0:1, ფულემი - კრისტალ პალასი 0:2, იფსვიჩი - ტოტენჰემი 1:4, საუთჰემპტონი - ბრაიტონი 0:4, ასტონ ვილა - ჩელსი მოგვიანებით გაიმართება