„ლივერპულის" ვარსკვლავმა, მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ამ კვირას, 23 თებერვალს, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მერსისაიდელთა შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს.
„მართალი გითხრათ, არ ვიცი. ვგრძნობ, რომ ახლა მთელი ჩემი ყურადღება პრემიერლიგის მოგებაზეა მიმართული. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბოლო თამაში იქნება თუ არა, ვნახოთ", - განუცხადა სალაჰმა Premier League Productions-ს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი მომავალი სეზონისთვის კონტრაქტის გარეშე რჩება. მან ადრე განაცხადა, რომ „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს..
32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში არნე სლოტის გუნდში 37 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 29 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.