ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონს“ ესტუმრა და მორიგ მარცხს გადაურჩა.
დევიდ მოიესმა „ევერტონი“ მოკლე დროში შეცვალა, ბოლო დროს მერსისაიდელთა შედეგები სახარბიელოა. ლივერპულელებმა ეს თამაშიც დიდებულად დაიწყეს. ბეტის და დუკურეს გოლებით „ევერტონმა“ ტაიმი 2:0 მოიგო და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
თუმცა, „მანჩესტერი“ რაც უნდა მძიმე დღეში იყოს, ერთი რამ ყოველთვის გამოარჩევს: თამაშში დაბრუნება. რუბენ ამორიმის გუნდმა მატჩის მიწურულს ბრუნო ფერნანდეშის და მანუელ უგარტეს გოლებით ქულა მაინც გადაარჩინეს - 2:2.
„მანჩესტერი“ 30 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში „იფსვიჩს“ უმასპინძლებს, ხოლო „ევერტონი“ 31 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და წინ „ბრენტფორდთან“ საგარეო თაამში ელოდება.