ფეხბურთი

18:05 | 22.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა შესაძლოა "ლივერპულთან" ვერ ითამაშოს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა შესძლოა „ლივერპულთან“ მატჩი გამოტოვოს.

ნორვეგიელს ფიზიკური პრობლემა აქვს, რის გამოც მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში მხოლოდ სათადარიგო სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. როგორც პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, ბოლო მომენტში გაირკვევა, შეძლებს თუ არა, ჰოლანდი „წითლების“ წინააღმდეგ თამაშს.

მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა 35 მატჩში 27 გოლი გაიტანა. „სიტი“ „ლივერპულს“ 23 თებერვალს დაუპირისპირდება.

0.116175