კატალონიური „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები, „არსენალი“ და „ლივერპული“ იჩენენ. ამის შესახებ TBR Football იტყობინება.
წყაროს ცნობით, "მესთოფეების" და "წითლების" ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა „ბარსას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში 27 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის განსახილველად.
ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება კატალონიელებთან 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. Transfermarkt მას 45 მილიონად აფასებს.
მიმდინარე სეზონში ფრენკი დე იონგმა "ბარსელონას" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.