„ლესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ანტირეკორდი დაამყარა - შინ წაგებული ყველაზე მეტი მატჩი ზედიზედ, ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა.
რუუდ ვან ნისტელროის გუნდმა ბოლო 6 საშინაო მატჩი წააგო: „ვულვზთან“ (0:3), „მანჩესტერ სიტისთან“ (0:2), „კრისტალ პალასთან“ (0:2), „ფულჰემთან“ (0:2), „არსენალსა“ (0:20 და „ბრენტფორდთან“ (0:4).
„ლესტერ სიტის“ ძალიან მძიმე სეზონი აქვს, 26 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და ჩემპიონშიფში გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.