საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უფლება ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.
შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, 24 მონაწილიდან უკვე ცნობილია 20 ნაკრები, რომლებიც ფინალურ ეტაპზე იქნებიან. ბოლო ტურში კიდევ 4 საგზური გათამაშდება.
ევრობასკეტზე უკვე გავიდნენ:
კვიპროსი, ფინეთი, ლატვია, პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა, სლოვენია, ისრაელი, თურქეთი, იტალია, ესპანეთი, ბელგია, საბერძნეთი, საქართველო, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ბოსნია, პორტუგალია.
ევრობასკეტზე სულ 24 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავა და ტურნირი პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალიდან გაგრძელდება.
ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.