NBA-ში ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ითამაშა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმაც". ქართველი კალათბურთელის გუნდი „მემფის გრიზლს“ შეხვდა და ამჯერად დრამატულ მატჩში 104:105 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მან პარკეტზე არასრული 19 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა და 4 დაფარება ჰქონდა.
"მეჯიქი" უპირატესობას მე-3 პერიოდში დაეუფლა და წინ 17 ქულითაც გაიჭრა, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ ამ უპირატესობის აღმოფხვრა მოახერხა და გაიმარჯვა კიდეც.
„ორლანდოს“ 28 გამარჯვების საპირისპიროდ 30 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ბითაძე და მისი თანაგუნდელები 24 თებერვალს "ვაშინგტონ" ვიზარდს" შეხვდებიან.