მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ ორი შესანიშნავი თამაში იქნება და მისი გუნდი მზადაა:
„გასაგებია, რომ ახლა მხოლოდ ამ თემაზე ხართ ორიენტირებული, მაგრამ უბრალოდ ამას გიპასუხებთ: მადრიდის „რეალთან“ ორი შესანიშნავი მატჩი იქნება და მზად ვართ. გადატვირთული კალენდარი? გეტყვით იმას, რასაც ვგრძნობ: როდესაც მწვრთნელი ხდები, ყოველთვის საუკეთესო გინდა, ყოველთვის გინდა საუკეთესოებთან ითამაშო და ეცადო მაღალ მიზნებს მიაღწიო. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ხდება“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ – „რეალის“ მატჩები 4-12 მარტს გაიმართება.