„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ ამჟამად გუნდში უფრო მეტი პრობლემა ჩანს, ვიდრე გამოსავალი, მაგრამ სჯერა, რომ ყველაფერს გამოასწორებენ:
„ზოგჯერ გუნდში ვერ გაუმჯობესება არ ჩანს, მაგრამ ზოგიერთ თამაშში ბევრი საინტერესო სიტუაციის შექმნა მოვახერხეთ. ეს კარგია. ახლა, როცა თამაშებს ვუყურებთ, უფრო მეტ პრობლემას ვხედავთ, ვიდრე გამოსავალს, მაგრამ ვიცი, რა შეგვიძლია, უბრალოდ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ.
„ევერტონი“ ახლა თავდაჯერებულია, თამაშებსაც იგებენ, კონკურენტუნარიანი გუნდია, დევიდ მოიესმა წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა გუნდისთვის თავდაჯერების დასაბრუნებლად“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 25 ტურის შემდეგ 29 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა.