„ლიონის“ მთავარმა მწვთნელმა პაულუ ფონსეკამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ამჟამად პსჟ ალბათ ევროპაში საუკეთესო გუნდია. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშებენ:
„ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, რადგან პსჟ დიდი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით, რომელიც კარგად მუშაობს. ჩემი აზრით, ბოლო წლის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენი“ ყველაზე ძლიერი გუნდია, რაც ოდესმე მინახავს, შეიძლება ამ მომენტში ევროპაში საუკეთესოც.
ლაკაზეტი 100%-ით მზად არ არის. ვარჯიშობს, ძალისხმევას არ იშურებს, მაგრამ ტკივილები აქვს. მას დრო სჭირდება, რომ 100%-ით ფორმაში დაბრუნდეს. ასეთი საგოლე ალღოთი ფეხბურთელები ცოტაა.
„სტიაუა“? რთული მეტოქე იქნება, 4 მატჩი ვნახე, კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით, ძალიან სწრაფები არიან და სტანდარტებზე ძლიერები. ამ გუნდს უფრო მეტად შევისწავლით. ახლა, პირველ რიგში პსჟ-ზე ვაკეთებთ აქცენტს“, - თქვა ფონსეკამ.
ვინაიდან ლაკაზეტი ბოლომდე მზად არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იქნება, რომელმაც პირველ წრეში პსჟ-ს გოლი გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ მაისურით ბოლო გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ „მილანს“ გაუტანა გასული წლის ოქტომბერში და მაშინ „მილანის“ მთავარი მწვრთნელი სწორედ ფონსეკა იყო. ასე რომ, შეიძლება ამ სეზონში კვარაცხელიამ ფონსეკას გუნდი ისევ დაამწუხროს, ოღონდ სხვა გუნდის მაისურით და სხვა ჩემპიონატში...
„ლიონი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.