ფეხბურთი

1:23 | 22.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ამბავი სერია A-დან: პენალტი არ დათმო, გააფრთხილეს, გაიტანა, მარტომ იზეიმა და შეცვალეს (+VIDEO)

სერია A-ს 26-ე ტურში „უდინეზეს“ ფეხბურთელი ლორენცო ლუკამ „ლეჩეს“ გოლი გაუტანა, მაგრამ ეს არც თანაგუნდელებს გაუხარდათ და არც მწვრთნელს, რომელმაც შეცვალა.

„ლეჩესთან“ „უდინეზემ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ფლორენ ტოვენს უნდა შეესრულებინა, რომელიც გუნდის პენალტისტია, მაგრამ ლუკამ მას ბურთი არ დაუთმო. თანაგუნდელები ლუკას ეკამათნენ, რომ პენალტი ტოვენისთვის დაეთმო, მაგრამ იტალიელმა ფორვარდმა ეს არ გააკეთა.

დროის გაჭიანურების გამო მსაჯმა ლუკას ყვითელი ბარათი უჩვენა, მან პენალტი მაინც დაარტყა, გოლი გაიტანა და მარტომ აღნიშნა, რადგან გოლის მისალოცად მასთან არც ერთი თანაგუნდელი მივიდა, ხოლო სამი წუთის შემდეგ ის მწვრთნელმა შეცვალა.

პენალტის გამო დავა თანაგუნდელთა შორის ახალი ამბავი ნამდვილად არაა, მაგრამ მსგავსი ისტორია ნამდვილად სიახლეა...

0.076845