საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა დანიასთან გამარჯვების (62:60) და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მოლოდინისამებრ რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ კალათბურთელებმა ყველაფერი გაიღეს:
„როგორც ველოდით, რთული თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, თებერვლის ფანჯარაში არცერთ ნაკრებს ისეთი წყვილი, როგორიც შილდი და ლუნდბერგია. ვიცოდით დანიასთან გასვლაზე რატომაც წავაგეთ, შეტევაში მოხსნები 15:3-ზე იყო, შესაბამისად, გვინდოდა შეცდომების გამოსწორება.
გუშინ ვარჯიშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კამარ ბოლდუინმა ტრავმა მიიღო, არ ვიცი, ბიჭებმა როგორ მოახერხეს ამის შემდეგ მობილიზება და მატჩზე კონცენტრაცია, როცა ასეთი მნიშვნელოვანი თანაგუნდელი დაკარგეს. თუმცა, მათ ყველაფერი გაიღეს და ბედნიერი ვარ მათ გამო.
ჯერ არ მიფიქრია რომელ ქვეყანაში მსურს თამაში ევროპის ჩემპიონატზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სერბეთსა და ფინეთთან ერთად ვიყავით ჯგუფში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მაინც გავედით“, - თქვა ჯიკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, რაც საკმარისი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ბოლო ტურში ჯიკიჩის გუნდი 24 თებერვალს, სტუმრად სერბეთს შეხვდება, ამ მატჩს ფორმალური ხასიათი ექნება.
ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება. წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ქვეყანაც, სადაც ითამაშებს.