„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „რეალის“ წინააღმდეგ კევინ დე ბრუინის უთამაშებლობა მისი გადაწყვეტილება იყო და ბელგიელს ტრავმა არ აწუხებს.
„რეალთან“ კევინ დე ბრუინმა იმიტომ, არ ითამაშა, რომ ეს ჩემი ტექნიკური გადაწყვეტილება იყო, მას ტრავმა არ მიუღია. გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შეუძლია დიდ მატჩებში თამაში, „რეალთან“ სახლის შეხვედრაში ითამაშა, რასაკვირველია, შეუძლია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „რეალთან“ მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იყო, ისევე, როგორც ერლინგ ჰოლანდი.