შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
შესაბამისად, ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი უკვე დაწყვილდა. "კოპენჰაგენს", სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მოუწევს, ასე რომ. დანიელებს წილისყრაში არ გაუმართლათ.
"იაგელონია" (პოლონეთი) - "სერკლ ბრიუგე" (ბელგია)
"მიოლდე" (ნორვეგია) - "ლეგია" (პოლონეთი)
"ცელიე" (სლოვენია) - "ლუგანო" (შვეიცარია)
„პაფოსი“ (კვიპროსი) – „დიურგარდენი“ (შვედეთი)
„პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი) – „ფიორენტინა“ (იტალია)
„ბორაც ბანია ლუკა“ (ბოსნია) – „რაპიდი“ (ავსტრია)
„ბეტისი“ (ესპანეთი) – „გიმარაეში“ (პორტუგალია)
„კოპენჰაგენი“ (დანია) – „ჩელსი“ (ინგლისი)
მერვედფინალური ეტაპის გარდა, წინსწრებით გაიმართა მეოთხედფინალისა და ნახევარფინალების წილისყრაც, შესაბამისად, თითოეულმა გუნდმა იცის ბადე, რომელიც ფინალში გასასვლელად უნდა გაიაროს.
ბეტისი-გიმარაეშის გამარჯვებული მეოთხედფინალში იაგელონია-სერკლ ბრიუგეს გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ცელიე-ლუგანოს გამარჯვებული მეოთხედფინალში პანათინაიკოსი-ფიორენტინას გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
კოპენჰაგენი-ჩელსის გამარჯვებული მეოთხედფინალში მიოლდე-ლეგიას გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
პაფოსი-დიურგარდენის გამარჯვებული მეოთხედფინალში ბორაცი-რაპიდის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ნახევარფინალებს:
ბეტისი-გიმარაეში / იაგელონია-სერკლ ბრიუგე - ცელიე-ლუგანო / პანათინაიკოსი-ფიორენტინა
კოპენჰაგენი-ჩელსი / მიოლდე-ლეგია - პაფოსი-დიურგარდენი / ბორაცი-რაპიდი
კონფერენს ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 6-13 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 10-17 აპრილს, ნახევარფინალები 1-8 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 28 მაისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შედგება.