ფეხბურთი

16:03 | 21.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესმა შესაძლოა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს

"მილანის" მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს, ფრანგი ფეხბურთელით მანჩესტერ "იუნაიტედი" ინტერესდება.

აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes-ი ავრცელებს.წყაროს ცნობით "წითელი ეშმაკები" მზად არიან ზაფხულში ტეო ერნანდესისთვის იბრძოლონ, რადგან რუბენ ამორიმს მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სწორედ ტეოს მსგავსი ლატერალი სჭირდება.

მას შემდეგ, რაც ტეო ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში "ფეინოორდის" წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ "მილანის" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და ფრანგს ზაფხულში აუცილებლად გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი "მილანის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატრა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

0.062082