UFC-ის ჩემპიონის ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით მნიშვნელობა არ აქვს ვისთან იჩხუბებს მახაჩევი.
"ისლამისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვისთან იჩხუბებს. UFC-ი ვისაც იტყვის იმას ებრძოლება და თუ ეს ილია იქნება უარს არ ვიტყვით. ჩვენ ჩემპიონები ვართ და არცერთ მოწინააღმდეგეზე უარი არ უნდა ვთქვათ.ისლამი არის ნამდვილი ჩემპიონი." - განაცხადა მენესმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოფიციალურად გუშინ დატოვა საკუთარი ქამარი ვაკანტური და ზედა წონაში გადაინაცვლა. ჯერ ჯერობით მისი მომავალი მეტოქის ვინაობა უცნობია, მაგრამ როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დენა ვაითმა განაცხადა ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და სიახლეებს მალე შევიტყობთ.