ფეხბურთი

16:22 | 21.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შესაბამისად, ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი უკვე დაწყვილდა. "ლიონს", სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ მოუწევს.

"ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) - "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი)

"ფენერბაჰჩე" (თურქეთი) - "რეინჯერსი" (შოტლანდია)

"აიაქსი" (ნიდერლანდები) - "აინტრახტი" (გერმანია)

"სტიაუა" (რუმინეთი) - "ლიონი" (საფრანგეთი)

"ალკმაარი" (ნიდერლანდები) - "ტოტენჰემი" (ინგლისი)

"სოსიედადი" (ესპანეთი) - "მანჩესტერი" (ინგლისი)

"პლზენი" (ჩეხეთი) - "ლაციო" (იტალია)

"რომა" (იტალია) - "ბილბაო" (ესპანეთი)

მერვედფინალური ეტაპის გარდა, წინსწრებით გაიმართა მეოთხედფინალისა და ნახევარფინალების წილისყრაც, შესაბამისად, თითოეულმა გუნდმა იცის ბადე, რომელიც ფინალში გასასვლელად უნდა გაიაროს.

„ბოდო გლიმტი“ – „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებული მეოთხედფინალში „პლზენი“ – „ლაციოს“ გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„ალკმაარი“ – „ტოტენჰემის“ გამარჯვებული მეოთხედფინალში „აიაქსი“ – „აინტრახტის“ გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„ფენერბაჰჩე“ – „რეინჯერსის“ გამარჯვებული მეოთხედფინალში „რომა“ – „ბილბაოს“ გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„სტიაუა“ – „ლიონის“ გამარჯვებული მეოთხედფინალში „სოსიედადი“ – „მანჩესტერს“ გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ნახევარფინალებს:

ალკმაარი-ტოტენჰემი / აიაქსი-აინტრახტი - ბოდო გლიმტი-ოლიმპიაკოსი / პლზენი-ლაციო

ფენერბაჰჩე-რეინჯერსი / რომა-ბილბაო - სტიაუა-ლიონი / სოსიედადი-მანჩესტერი

ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 6-13 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 10-17 აპრილს, ნახევარფინალები 1-8 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 21 მაისს, ბილბაოში, „სან მამესზე“ შედგება.

0.063386