41 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი რობინ ვან პერსი "ფეინოორდში" ბრუნდება, ამჯერად მთავარი მწვრთნელის რანგში.მან საფეხბურთო კარიერა სწორედ როტერდამულ კლუბში დაიწყო და დაასრულა.
აღნიშნულ ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემები ავრცელებენ, რომელიც ასევე დაადასტურა ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ოფიციალურად ყველაფერი დღის განმავლობაში დადასტურდება.
მოგეხსენებათ, "ფეინოორდს" დროებითი მწვრთნელი პასკალ ბოშარტი იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე "მილანი" დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
რობინ ვან პერსიმ სამწვრთნელო კარიერა გასული წლის მაისში "ჰერენვენში" დაიწყო, მისი გუნდი მიმდინარე ერედივიზიონის გათამაშებაში 27 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.