სხვა

10:48 | 21.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რიზვან მაგომედოვი :"ილიამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ დამსახურებული მსუბუქწონოსანია"

მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონი დატოვა და ზედა წონაში ოფიციალურად გადავიდა ყველანი მის მომავალ მეტოქეზე საუბრობს, საუბარი ისლამ მახაჩევზეა, რომელიც ამ დივიზიონის ჩემპიონია.

ისლამისა და ილიას შესაძლო ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა დაღესტნელი მებრძოლის მენეჯერმა რიზვან მაგომედოვმა.

"ილია თოფურიამ ან პორიეს ან ოლივეირას წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს ჯერ, რადგან დაამტკიცოს, რომ დამსახურებული მსუბუქწონოსანია და ისლამთან ჩხუბი დაიმსახუროს. ჩვენ აღარ გვსურს კიდევ ერთი ქვემსუბუქი წონის მებრძოლის დამარცხება, ეს უკვე გავაკეთეთ. უფრო დიდი ბრძოლა გვჭირდება, რომელსაც აზრი ექნება." - განაცხადა მახაჩევის მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოფიციალურად გუშინ დატოვა საკუთარი ქამარი ვაკანტური და ზედა წონაში გადაინაცვლა.

0.1183