სხვა

10:03 | 21.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი და გოგონების ტრიუმფალური სტარტი მსოფლიო თასზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სან პაულუ 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე ტრიუმფალური სტარტი აიღო.ტურნირის პირველ დღეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა სამი მედალი მოიპოვეს.

ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ.
მათ ბრწყინვალედ იასპარეზეს და მაღალი სინჯის მედლები გაინაწილეს.

ნინა თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილს შეხვედრა 15:8 მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გვანცა ზადიშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ამავე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ირმა ხეცურიანმა მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ამავე ტურნირზე რაპირით 22 თებერვალს იასპარეზებენ.

0.113228