კალათბურთი

10:05 | 21.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" სტუმრად "ატლანტა" დაამარცხა, გოგა ბითაძემ 6 ქულა ჩააგდო

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 114:108 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოგას თანაგუნდელი პაოლო ბანჩერო გახდა, რომლის მონაგარიც 37 წუთში 36 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და პარკეტზე 15:39 წუთი დაჰყო, რა დროშიც გოგამ 6 ქულა, 6, მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"ორლანდოს" 28 მოგება და 29 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას, კი 22 თებერვალს საკუთარ მოედანზე "მემფისის" წინააღმდეგ გამართავს.

0.118237