მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს კრიშტიანუ რონალდუს დონისთვის მიღწევა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს თამასა ძალიან მაღალზე აქვს აწეული.
„მბაპეს ძალიან დიდი ხარისხი აქვს და შეუძლია კრიშტიანუს გაუთანაბრდეს. კი, რონალდუმ თამასა ძალიან მაღლა ასწია, მაგრამ მბაპეს შეუძლია ამ სიმაღლისთვის მიღწევა. მან ახლახან დაიწყო მადრიდული კარიერა და ძალიან მოტივირებულია. თუმცა, რონალდუს დონისთვის მიღწევა არც ისე ადვილი იქნება, მბაპემ უნდა იმუშაოს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა.