ევროპა ლიგაზე 1/16-ფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი ცნობილია.
ამსტერდამის „აიაქსმა“ „უნიონ სენ-ჟილთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. ძირითადი დრო ბელგიელებმა 2:0 მოიგეს და დამატებითი დრო დაინიშნა, რადგან პირველი მატჩი ამავე ანგარიშით „აიაქსს“ ჰქონდა მოგებული. დამატებით დროში ფრანჩესკო ფარიოლის გუნდმა გადამწყვეტი გოლი მაინც გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმიდან მოყოლებული 10 ფეხბურთელით ითამაშა.
„რომამ“ დიდებული პაულო დიბალას ლიდერობით „პორტუ“ 3:2 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 4:3 აჯობა, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გავიდა. მერვედფინალში ასევე ითამაშებენ „ფენერბაჰჩე“, „პლზენი“, „სოსიედადი“, „ბოდო გლიმტი“, „სტიაუა“ და „ალკმაარი“.
მერვედფინალის საგზური მანამდე მოპოვებული ჰქონდათ „ლაციოს“, „ბილბაოს“, „მანჩესტერს“, „ტოტენჰემს“, „აინტრახტს“, „ლიონს“, „ოლიმპიაკოსს“ და „რეინჯერსს“.
ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 21 თებერვალს გაიმართება.