კონფერენს ლიგაზე 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა და ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.
ლაშა დვალის „აპოელი“ ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან „ცელიესთან“ შინ 0:2 წააგო და ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა. ქართველ მცველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.
მომდევნო ეტაპზე გავიდნენ „პანათინაიკოსი“, „იაგელონია“, „ბეტისი“, "მოოლდე", „პაფოსი“, „ბორაც ბანია ლუკა“ და „კოპენჰაგენი“.
მანამდე, მერვედფინალის საგზური მოპოვებული ჰქონდათ „ჩელსის“, „გიმარაეშს“, „ფიორენტინას“, „რაპიდს“, „დიურგარდენს“, „ლუგანოს“, „ლეგიას“ და „სერკლ ბრიუგეს“.
კონფერენს ლიგის მერრვედფინალური ეტაპის წილისყრა 21 თებერვალს გაიმართება.