შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
შესაბამისად, ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი უკვე დაწყვილდა. „პარი სენ-ჟერმენს“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა "ლივერპულის" წინააღმდეგ მოუწევს.
სხვა წყვილებიდან გამორჩეულია მადრიდული დერბი, "რეალი" და "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ასევე შედგება გერმანული დერბი: "ბაიერნი" - "ლევერკუზენი".
"ბრიუგე" (ბელგია) - "ასტონ ვილა" (ინგლისი)
"დორტმუნდი" (გერმანია) - "ლილი" (საფრანგეთი)
"რეალი" (ესპანეთი) - "ატლეტიკო" (ესპანეთი)
"ბაიერნი" (გერმანია) - "ლევერკუზენი" (გერმანია)
პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) - "არსენალი" (ინგლისი)
"ფეიენოორდი" (ნიდერლანდები) - "ინტერი" (იტალია)
"პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი) - "ლივერპული" (ინგლისი)
"ბენფიკა" (პორტუგალია) - "ბარსელონა" (ესპანეთი)
მერვედფინალური ეტაპის გარდა, წინსწრებით გაიმართა მეოთხედფინალისა და ნახევარფინალების წილისყრაც, შესაბამისად, თითოეულმა გუნდმა იცის ბადე, რომელიც ფინალში გასასვლელად უნდა გაიაროს.
პსჟ-ლივერპულის გამარჯვებული მეოთხედფინალში ბრიუგე-ასტონ ვილას გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
პსვ-არსენალის გამარჯვებული მეოთხედფინალში რეალი-ატლეტიკოს გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბენფიკა-ბარსელონას გამარჯვებული მეოთხედფინალში დორტმუნდი-ლილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბაიერნი-ლევერკუზენის გამარჯვებული მეოთხედფინალში ფეიენოორდი-ინტერის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ნახევარფინალებს:
„რეალი“ – „ატლეტიკო“ / პსვ - „არსენალი“ – პსჟ - „ლივერპული“ / „ბრიუგე“ – „ასტონ ვილა“
„ბენფიკა“ – „ბარსელონა“ / „დორტმუნდი“ – „ლილი“ – „ბაიერნი“ – „ლევერკუზენი“ / „ფეიენოორდი“ – „ინტერი“
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 4-5 მარტს, ხოლო საპასუხო 11-12 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 8-9 და 15-16 აპრილს, ნახევარფინალები 29-30 აპრილს და 6-7 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ შედგება.