ფეხბურთი

23:48 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს რეკორდები და კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ „მანჩესტერ სიტისთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ფრანგმა უეფას ვებგვერდზე გამოკითხვაში კონკურენტებს აჯობა. გარდა იმისა, რომ ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ორი რეკორდიც ჩაიწერა აქტივში:

მბაპე პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა „სანტიაგო ბერნაბეუსა“ და „კამპ ნოუზე“.

კილიანმა გაიმეორა ჰუსტო ტეჰადას და კრიშტიანუ რონალდუს მიღწევაც, რომლებმაც „რეალში“ სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 7-7 გოლი გაიტანეს. მბაპესაც ამ დროისთვის 7 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლია.

0.104773