სხვა

21:50 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანის ოქროს მედალი მსოფლიო თასზე

ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი იულია მარკოვსკა ანგარიშით 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 მოუგო და პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას სან პაულო 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით იასპარეზებენ.

0.120717