ჩემპიონთა ლიგის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია და 21 თებერვალს წილისყრა გაიმართება, რომელიც დააწყვილებს ტურნირზე შემორჩენილ 16 გუნდს.
უნდა ითქვას, რომ თითოეულ გუნდს ორ-ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ აუცილებლად „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.
პსჟ - „ლივერპული“ ან „ბარსელონა“
„ბრიუგე“ – „ლილი“ ან „ასტონ ვილა“
„რეალი“ – „ატლეტიკო“ ან „ლევერკუზენი“
პსვ ეინდჰოვენი - „არსენალი“ ან „ინტერი“
„ფეიენოორდი“ – „ინტერი“ ან „არსენალი“
„ბაიერნი“ – „ლევერკუზენი“ ან „ატლეტიკო“
„დორტმუნდი“ – „ასტონ ვილა“ ან „ლილი“
„ბენფიკა“ – „ბარსელონა“ ან „ლივერპული“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 16 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.