ფეხბურთი

20:30 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "მერვედფინალში მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერისთვის მზად უნდა ვიყოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ადაპტაციას დრო სჭირდება, მაგრამ მისთვის ფრანგულ კლუბში ყველაფერი კარგად მიდის. კვარასთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი მეტოქე - „ბარსელონა“ თუ „ლივერპული“.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგად მიდის. ადაპტაციას დრო სჭირდება, როცა ქვეყანას იცვლი, განსხვავება არსებობს, ადვილი არასდროსაა. თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და ბევრს ვმუშაობ. მადლობა მინდა ვუთხრა, ყველას კარგი მიღებისთვის.

მერვედფინალში „ბარსელონა“ თუ „ლივერპული“? ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მირჩევნია, არ აქვს მნიშვნელობა. ვეცდებით, ნებისმიერის წინააღმდეგ მზად ვიყოთ. არც მათთვის იქნება ადვილი. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში ბევრად რთული გამოცდის წინაშე დადგება, რადგან „ლივერპულს“ შეხვდება ან „ბარსელონას“ შეხვდება. ფრანგული გუნდი მეტოქის ვინაობას 21 თებერვალს წილისყრის შედეგად შეიტყობს.

0.116709