მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ჯუდ ბელინგემმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კილიან მბაპეზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ფრანგს თავიდან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა დამანგრეველი ფეხბურთელია, რომელიც თამაშში განსხვავებას ქმნის:
„მბაპესთან ერთად თამაში ფანტასტიკურია. ვიცით, რომ მას ბურთი უნდა მივცეთ და განსხვავებას გააკეთებს. ჩვენი ამოცანაა, მას და სხვა თავდამსხმელებს საუკეთესო პირობები შევუქმნათ, რათა გავლენა მოახდინონ თამაშზე. როდესაც კილიანი ბურთს მისთვის სასურველ ადგილებში ბურთს იღებს, დამანგრეველი ხდება, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფეხით. დღეს მან ყველა სახის გოლები გაიტანა, გასაოცარია, რასაც ის აკეთებს. ვიცი, რომ დასაწყისი მისთვის ადვილი არ იყო, მას დრო დასჭირდება ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო იზრდება, იხვეწება და სასიამოვნოა, ასეთ ფორმაში მისი ნახვა“, - თქვა ბელინგემმა.
მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული, როგორც „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ისე „კამპ ნოუზე“, ფრანგმა მერვედფინალში სასურველ მეტოქეზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ლევერკუზენი“ თუ „ატლეტიკო? „ატლეტიკო“ მირჩევნია, მგზავრობას მაინც თავიდან ავიცილებთ“.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ მეტოქე 21 თებერვალს, წილისყრის შედეგად გაირკვევა და მადრიდული დერბი ელოდება ან ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენთან“ დაპირისპირება.