„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგას მადრიდის „რეალთან“ ორმატჩიან დუელში მარცხით (2:3, 1:3) გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ ბერნარდო სილვამ განაცხადა, რომ არ აქვს პასუხი, თუ რატომაა „სიტისთვის“ ასეთი რთული სეზონი:
„არ მაქვს ზუსტი პასუხი ჩვენს სეზონზე. კლუბში ბევრი რამის ნაზავია, არა მხოლოდ ტრავმები, ეს არ არის გამართლება. სიმშვიდის და თავდაჯერებულობის დონე არ არის ისეთი, როგორიც ადრე გვქონდა“, - თქვა სილვამ.
პეპ გვარდიოლამ კი, უბრალოდ აღიარა, რომ უფრო ძლიერმა გუნდმა მოიგო: „დღეს უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. არაფერია სათქმელი, „რეალი“ უკეთესი იყო და დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე თამაში“.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში პირველად დარჩა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მიღმა.