ფეხბურთი

18:25 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან

საქართველოს ნაკრების და „უოტფორდის“ ნახევარმცველი პრემიერლიგის კლუბების ინტერესის სფეროშია.

ბრიტანული მედიის ცნობით, ისევ დაინტერესებულია „ვულვზი“, რომელიც პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის. თუმცა, ჩაკვეს მსურველთა რიგებს ლივერპულის „ევერტონიც“ შეუერთდა.

დევიდ მოიესის გუნდი მზადაა ზაფხულში ჩაკვესთვის ბრძოლაში ჩაერიოს. The Sun-ის ცნობით, „უოტფორდი“ ქართველ ნახევარმცველს 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.

ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

0.122283