ფეხბურთი

17:46 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

იტალია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე ერთადერთი წარმომადგენელით დარჩა - „ინტერი“.

ეს ისტორიაში სულ მესამედ მოხდა. ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი 2003-2004 წლების სეზონიდან დაინერგა და მას შემდეგ აქამდე სულ ორჯერ იყო შემთხვევა, რომ იტალიური გუნდი მხოლოდ ერთი იყო მერვედფინალში.

2013-2014 წლების სეზონში „მილანი“, რომელიც „ატლეტიკოსთან“ გავარდა, ხოლო 2014-2015 წლების სეზონში „იუვენტუსი“, რომელმაც მერვედფინალი („დორტუნდი“), მეოთხედფინალი („მონაკო“) და ნახევარფინალი („რეალი“) დაძლია და ფინალში გავიდა, სადაც „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

ახლა, სერია A „ინტერის“ იმედად დარჩა, რომელიც მერვედფინალში პსვ ეინდჰოვენს ან „ფეიენოორდს“ შეხვდება, გუნდებს, რომლებმაც 1/16-ფინალში შესაბამისად, „იუვენტუსი“ და „მილანი“ დაამარცხეს.

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მე-12-ედ ითამაშებს, იტალიურ კლუბებს შორის ამ სტადიაზე უფრო მეტჯერ მხოლოდ „იუვენტუსი“ ყოფილა (13-ჯერ).

მიმდინარე სეზონში "ბოლონიამ" ფაზის ეტაპი ვერ დაძლია, ხოლო "იუვენტუსი", "მილანი" და "ატალანტა" 1/16-ფინალში გავარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სამივე გუნდი წყვილში ფავორიტი იყო.

0.116986