ფეხბურთი

17:10 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" მეკარე გამოაკლდა

მილანის „ინტერს“ იან ზომერი გამოაკლდა. შვეიცარიელი მეკარე ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში გუნდს ვერ დაეხმარება.

ზომერმა მარჯვენა ხელის ცერა თითი მოიტეხა, რის გამოც მოედანზე ვერ გავა. უქმობის ზუსტი დრო განსაზღვრული არაა, მაგრამ სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლისთან“ მნიშვნელოვან მატჩსაც გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში 36 წლის მეკარემ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა. „ინტერის“ კარს ახლა სათადარიგო მეკარე ხოსეპ მარტინესი დაიცავს, რომელსაც სეზონში ერთადერთი თამაში აქვს ჩატარებული.

1.279555