მოსკოვის „ლოკომოტივის“ და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პსჟ-„ბრესტის“ საპასუხო მატჩის შედეგებზე (7:0) ისაუბრა.
„პსჟ-ს „ბრესტთან" გამარჯვება ბუნებრივია. ერთი გუნდი აშკარად უფრო ძლიერია. პარიზელებს ამ ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის გაკეთება შეუძლიათ, რადგან ბარკოლას, დემბელეს და ხვიჩას შეტევა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ხვიჩას პირველი მატჩებიდან გამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ის მაღალი დონის მოთამაშეა. ეს გადასვლა და ადაპტაცია მისთვის უფრო ადვილი იყო, ვიდრე „ნაპოლიში.“ მეორე პუნქტი ისაა, რომ პსჟ-ს მწვრთნელს ხვიჩა სურდა და ამ სამეულში შემტევი მოთამაშეები დაინახა. ძნელი სათქმელია, ვინ არის ამ სამეულში საუკეთესო მოთამაშე. ისინი ყველა ბრწყინვალეები არიან,“ - ციტირებს სიომინის სიტყვებს Championat.com.