ფეხბურთი

14:13 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის მამამ „სანტოსში“ თავისი შვილის მომავალი გეგმები გაამხილა

„სანტოსის“ გარემარბის, ნეიმარ და სილვას მამამ თქვა, რომ მისი შვილი ბრაზილიურ კლუბთან გრძელვადიან პარტნიორობას იმედოვნებს.

„ჩვენ აქ არ მოვსულვართ მხოლოდ ხუთი თვით, არამედ იმისთვის, რომ „სანტოსს" რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მივცეთ, კლუბისთვის პარტნიორები მოვძებნოთ და განვავითაროთ,“ - ციტირებს უფროსი ნეიმარის სიტყვებს TNT Brasil.

პროფესიონალური სათამაშო კარიერის განმავლობაში ნეიმარი თამაშობდა „სანტოსში,“ „ბარსელონაში,“ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ალ-ჰილალში.“ 33 წლის გარემარბმა ბრაზილიის ნაკრებში 128 მატჩი ჩაატარა და რეკორდული 79 ბურთი გაიტანა.

0.070498