ფეხბურთი

13:52 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში პირველად გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის გასვლით საპასუხო მატჩში მადრიდის „რეალთან“ 1:3 დამარცხდა. და ტურნირს დაემშვიდობა. ამრიგად, „ქალაქელების” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში პირველად არ ითამაშებს ევროთასების მთავარი ტურნირის 1/8 ფინალში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე „ბარსელონასა" და „ბაიერნთან" ერთად ესპანელი მწვრთნელი ყოველთვის აღწევდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპს მაინც.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულია მან ტიტული ორჯერ მოიგო „ბარსელონაში“ და ერთხელ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად.

0.112819