მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ“ (3:1) თავისი გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა.
„უეჭველად, მიმდინარე სეზონში ეს „რეალის“ საუკეთესო მატჩი გახლდათ. ჩვენ გავიმეორეთ ის დადებითი მომენტები, რაც პირველ მატჩში ვაჩვენეთ... დიახ, დღეს თამაში ძალიან დაბალანსებული იყო ყველა ასპექტში. დაცვაში და შეტევაში, ბურთით და მის გარეშე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გუნდი მოქმედებდა ძალიან ჰარმონიულად, როგორც ერთი მთლიანობა, რამაც მათ საშუალება მისცა გამოეჩინათ თავიანთი ნამდვილი უნარები. გოლის გატანის შანსები უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე, უფრო მეტი ვიდრე წინა წლებში…
გუნდი თავს კომფორტულად გრძნობს და კარგად მუშაობს, 4-4-2 განლაგებისას. ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ თამაში იგივე სულისკვეთებით, ამ დინამიკით და ამ სისტემით,“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS.
გუნდებს შორის პლეი-ოფის პირველი შეხვედრაც „რეალის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ამრიგად, ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ (6:3) ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა.