ფეხბურთი

12:50 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰმა ლუის სუარესის რეკორდი გააუმჯობესა

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც პრემიერლიგის 29-ე ტურში, „ასტონ ვილასთან“ გასვლით მატჩში (2:2) გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, ინგლისის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა და მერსისაიდელთა ყოფილი ფორვარდის ლუის სუარესის მიღწევა გააუმჯობესა - წერს სტატისტიკური პორტალი Squawka.

წყაროს ცნობით, სალაჰი, რომელმაც 2024/2025 წლების ინგლისის პრემიერლიგის სეზონის გასვლით მატჩებში მე-15 გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში ამ მაჩვენებლის რეკორდსმენი გახდა. მანამდე ეს მიღწევა ეკუთვნოდა ურუგვაელ თავდამსხმელს ლუის სუარესს, ვინაც 2013/2014 წლების სეზონში „ლივერპულში“ გასვლით მატჩებში 14 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა კლუბის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 29 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.128344