ფეხბურთი

11:48 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ მესის მიღწევა გაიმეორა ხოსეპ გვარდიოლას გუნდებთან მატჩებში

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა (3:1), გაიმეორა არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის მიღწევა ხოსეპ გვარდიოლას გუნდებთან მატჩებში, ევროპის თასის მთავარ ტურნირზე. ამის შესახებ Opta Sport იუწყება.

წყაროს ცნობით, მბაპეს ესპანელი სპეციალისტის გუნდებთან შვიდი გოლი აქვს გატანილი, ამდენივე აქვს მესისაც. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე არავის გაუტანია გვარდიოლას გუნდებისთვის უფრო ხშირად, ვიდრე მბაპეს და მესის.

მიმდინარე სეზონში 26 წლის მბაპემ კლუბის 38 მატჩში 28 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა ყველა ტურნირზე, მათ შორის საკონტინენტთაშორისო თასზე.

0.066212