ფეხბურთი

10:23 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ კლუბის ისტორიაში ევროტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროტურნირებზე ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა. 2025 წლის 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „ბრესტთან,“ პარიზელებმა ანგარიშით 7:0 მოიგეს, რაც გახდა მათი ყველაზე დიდი ანგარიშთ გამარჯვება ისტორიაში საერთაშორისო შეჯიბრებებში (პარიზელთა ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა).

აქამდე პსჟ-ს ევროტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიში 7:1 მოეგო. ამ შედეგით პარიზელებმა 2001 წლის აგვისტოში ინტერტოტოს თასზე ბელგიური „გენტი“ დაამარცხეს, ხოლო 2017 წლის ნოემბერში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში შოტლანდიური „სელტიკი.“

პსჟ-მა ყველა ტურნირზე ყველაზე დიდი ანგარიშია 10:0 - 1994 წლის იანვარში გაიმარჯვა. პარიზელებმა საფრანგეთის თასზე ამ შედეგით სენტ-ეტიენის „კოტ შო“ დაამარცხეს.

0.06844