ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად გამოეთიშა, როცა პლეი-ოფის სტადიაზე პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა.
„იუვემ“ პსვ ეინდჰოვენი 2:1 დაამარცხა, მაგრამ საპასუხო შეხვედრა დამატებით დროში 1:3 დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.
მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა არსებობს (1992 წლიდან), „იუვენტუსს“ მსგავსი რამ პირველად დაემართა. აქამდე 11 შემთხვევიდან 11-ჯერვე „იუვემ“ მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა, როცა პირველი მატჩი მოიგო.
მხედველობაში თუ ჩემპიონთა თასსაც და სხვა ევროთასებსაც მივიღებთ, 1979 წლიდან „იუვენტუსი“ 20-დან 20-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველი მატჩის მოგების შემდეგ, მაგრამ ეს ტრადიცია ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით „იუვემ“ დაარღვია.