ფეხბურთი

4:01 | 20.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "როდესაც ხედავ, რას აკეთებს კვარა 89-ე წუთზე, 7:0-ზე, ეს არის ის, რაც გვჭირდება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბრესტთან“ მოგების (7:0) ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზეც გააკეთა, რომელმაც თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

თუმცა, ლუის ენრიკემ კვარა პირველ რიგში დაცვაში კარგი თამაშის გამო შეაქო:

„კვარაცხელია ტოპფეხბურთელია, ეჭვი არ გვეპარება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელების პოვნა, რომლებიც გუნდს აძლიერებენ. მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო ადაპტაციისთვის, რათა უკეთ გაიცნოს თანაგუნდელები. მაგრამ ნამდვილად სურს საკუთარი თავის წარმოჩენა და გუნდის დახმარება. როდესაც, 89-ე წუთზე, 7:0-ზე დაცვას დიდებულად დაეხმარა, სწორედ ეს არის ის, რაც გვინდა და ეს მენტალიტეტი გვჭირდება“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში ბევრად რთული გამოცდის წინაშე დადგება, რადგან „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ შეხვდება. ფრანგული გუნდი მეტოქის ვინაობას 21 თებერვალს წილისყრის შედეგად შეიტყობს.

0.065231