„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ გოლის და საგოლე პასის შემდეგ ისაუბრა.
პსჟ-მ მეტოქე 7:0 გაანადგურა და მერვედფინალში ძალიან ადვილად გავიდა, ხოლო კვარამ ლიგაზე გოლი 2022 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.
„ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. კარგ ფორმაში ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ. 7:0 მოგება ადვილი არ არის. დღეს ბედნიერები ვართ. წარმოუდგენელი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, ისინი მოედანზე მეხმარებიან. მათთან ერთად თამაში ძალიან კომფორტულია.
შეგვიძლია თუ არა, ჩემპიონთა ლიგის მოგება? ვფიქრობ, ვაჩვენებთ, რომ ყველაფრის მოგება შეგვიძლია. ჩვენი ოცნება გამარჯვებაა, ეს არის მიზანი, ყველაფერს გავაკეთებთ მის მისაღწევად“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში ბევრად რთული გამოცდის წინაშე დადგება, რადგან „ლივერპულს“ შეხვდება ან „ბარსელონას“ შეხვდება. ფრანგული გუნდი მეტოქის ვინაობას 21 თებერვალს წილისყრის შედეგად შეიტყობს.